სესიის მომხსენებელი
მარიამ ზაქარიაშვილი |
სესიის თანამომხსენებელი |
თემატური მიმართულება
სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში |
საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
ისტ , |
სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
ელექტრონული ინსტრუმენტები/რესურსები , ინოვაციური სასწავლო გარემო , წიგნიერება ციფრულ ერაში , მულტიმედია რესურსები , |
სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები , საბაზო საფეხურის მასწავლებლები , საშუალო საფეხურის მასწავლებლები , უნივერსიტეტის წარმომადგენლები , |
სესიის ფორმატი
პრეზენტაცია |
სწავლების საფეხური
დაწყებითი , საშუალო , საბაზო , |
სესიის სათაური
ინტერაქტიური ელექტრონული სწავლების პედაგოგიური და ტექნოლოგიური ასპექტები |
|
სესიის მოკლე აღწერა
ნაშრომი წარმოადგენს Adobe Captivate ვირტუალურ გარემოში ინტერაქტიურ მეთოდებზე დაფუძნებული ელექტრონული სასწავლო მასალის აგებისა და დანერგვის მეთოდოლოგიას „ელექტრონული პრეზენტაციის“ მაგალითზე სასწავლო-პროექტის ფარგლებში „ჩემი სამშობლო საქართველოა“. |
|
სესიის განსაკუთრებული გარემოებები | |
საკვანძო სიტყვები
Adobe Captivate,ინტერაქტიული-ვირტუალური გარემო,პროექტი |
|
ვებ-გვერდის მისამართი | |
ისტ სტანდარტი | |
სხვა საგნის სტანდარტი | |
როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას | |
გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი
არა |
|
ისტ უნარების დონე
ყველა |
|
წინარე ცოდნა | |
სესიის ხანგრძლივობა
ერთი საათი |
სესიის გარემო
Windows ოპერაციული სისტემა |
გსურთ გადავიღოთ სესია?
არა |
|
ვირტუალური პრეზენტაცია
კი |
|
ტექნიკური მოწყობილობა |
სესიის შინაარსი
მიზანი და ამოცანები
ინტერაქტიური ელექტრონული სასწავლო მასალები - ეს ის პროდუქტებია, რომელთა შემუშავებასა და დანერგვაზე დღეისათვის ნებისმიერი წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება ზრუნავს. სესიის მთავარი მიზანი, სწორედ აუდიტორიისათვის ინტერაქტიური ელექტრონული რესურსის აგების ტექნოლოგიისა და სასწავლო პროცესში მისი დანერგვის მეთოდოლოგიის გაცნობაა. სესიის ამოცანებია: გააცნოს აუდიტორიას Adobe Captivate ინტერაქტიური გარემოს ძირითადი სამუშაო პრინციპები; აღნიშნულ გარემოში ინტერაქტიური სასწავლო მოდელის „ელექტრონული პრეზენტაცია“ აგების ტექნოლოგია; აგებული მოდელის დანერგვის მეთოდოლოგია სასწავლო პროცესში ვირტუალური სწავლების ინტერაქტიურ გარემოში - „ჩემი ვირტუალური კლასი“; უჩვენოს აუდიტორიას მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის აპრობაცია კვლევითი სახის ინტეგრირებულ სასწავლო პროექტის ფარგლებში „ჩემი სამშობლო საქართველოა“. |
სესიის მონახაზი
სესია აუდიტორიას რამდენიმე ნაწილად წარუდგენს ნაშრომს. მსმენელები დასაწყისში გაეცნობიან ინტერაქტიური-ელექტრონული სწავლების აქტუალობას (5 წთ.), გაეცნობიან ინტერაქტიური-ელექტრონული პრაქტიკული მოდელის აგების წინმსწრებ პირობებს, Adobe Captivate გარემოში ინტერაქტიური ელექტრონული რესურსის აგების ტექნოლოგიას, მოისმენენ თუ რა პრინციპებსა და მეთოდოლოგიას ემყარება სასწავლო მოდელი „ელექტრონული პრეზენტაცია“(15 წუთი); პრეზენტაციის სახით მსმენელებს წარედგინებათ მოდელის სწავლების მეთოდოლოგია ტრადიციულ და ვირტუალური სწავლების ინტერაქტიურ გარემოში - „ჩემი ვირტუალური კლასი“(10 წთ.); ნაჩვენები იქნება მოსწავლეთა მიერ განხორციელებული კვლევითი სახის ინტეგრირებული სასწავლო მულტიმედიური პროექტი „ჩემი სამშობლო საქართველოა“, რაც ითვალისწინებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას (10 წთ); სესიის დასასრულს მოხდება სასწავლო პროცესში ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება ტრადიციულ მეთოდებთან ინტეგრაციის გზით (5 წთ). |
გამოყენებული ლიტერატურა
1. ONPOINT DIGITAL. Adobe Captivate 8.Content Planning Guide, Summer 2014 2. Березовский В.С. Стеценко И.В. Создание электронных учебных ресурсов и онлайновое обучение. Киев. Издательская группа BHV, 2013 3. მაჭარაშვილი ნანა. ეფექტური სწავლების ტექნოლოგი |
მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში
ინტერაქტიური სასწავლო-ელექტრონული მოდელი აგებულია ჩემ მიერ და იყენებენ ჩემი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, როგორც დამხმარე პრაქტიკულ, საცნობარო თვითმასწავლებელს ელექტრონული პრეზენტაციების აგების პროცესში. ელექტრონული ვიდეო-აუდიო სასწავლო მოდელი შექმნილი მაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის შესწავლისათვისაც. ჩემი პედაგოგიური მუშაობის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ელექტრონული სწავლების ინოვაციური სტრატეგიები, რაც ასახულია სხვადასხვა კონფერენციებზე წარდგენილ სტატიებში. |
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს