სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

შორენა აბესაძე

სესიის თანამომხსენებელი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

მათემატიკა , ისტ ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

შეფასება , ინოვაციური სასწავლო გარემო , ღია კოდის საგანმანათლებლო რესურსები , პროგრამირება და რობოტები ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები , სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები , სკოლის ინფორმაციული მენეჯერები ,

სესიის ფორმატი

პრეზენტაცია

სწავლების საფეხური

დაწყებითი ,

სესიის სათაური

მათემატიკური ამოცანები ციფრულ ფორმატში - ვისწავლოთ მარტივად და დამოუკიდებლად.

სესიის მოკლე აღწერა

შესავალში მოკლედ განვიხილავთ რა ტიპის ციფრულ სავარჯიშოებს იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგები მათემატიკის გაკვეთილზე სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით. შემდეგ განვიხილავთ ჩემს მიერ დაწერილ Java-პროგრამას, რომელშიც მოცემულია მათემატიკური სავარჯიშოები. განვიხილავთ ოთხი ტიპის განსხვავებულ სავარჯიშოს, რომელთა ამოხსნა მოსწავლეს კომპიუტერთან დამოუკიდებლად შეუძლია. ამოხსნას პროგრამა ავტომატურად ამოწმებს და შედეგებს აწვდის მოსწავლეს ასევე ელექტრონულ ფორმატში.

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

საკვანძო სიტყვები

Java,მათემატიკა,შეფასება,განათლება,სასწავლო პროცესი

ვებ-გვერდის მისამართი

ისტ სტანდარტი

ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს. ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.

სხვა საგნის სტანდარტი

მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები. მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები. მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გ

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

სესიის დასაწყისში დამსწრე პედაგოგებს ავუხსნი, თუ რა სტანდარტის მიღწევა არის შესაძლებელი პროგრამის გამოყენების შედეგად. პროგრამაში მოცემული სავარჯიშოების განხილვის შემდეგ დამსწრე პედაგოგები თავად იმსჯელებენ, რამდენად ეფექტური და მოსახერხებელი იქნება პროგრამის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება.

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

არა

ისტ უნარების დონე

დამწყები

წინარე ცოდნა

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

Windows ოპერაციული სისტემა

გსურთ გადავიღოთ სესია?

არა

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

პროგრამის პრეზენტაციის თვის საჭიროა მხოლოდ პროექტორი; მირჩევნია, ლეპტოპი თავად მოვიტანო.

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

პროგრამის პრეზენტაციის მიზანია დამსწრე საზოგადოებას გააცნოს როგორი ელექტრონული სავარჯიშოების გამოყენება იქნება ეფექტური საგაკვეთილო პროცესში და ასევე, საშინაო დავალებების სახით. რამდენად დაეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ მათემატიკის ცოდნის და უანრების განმტკიცებაში, არამედ განუვითარებს მათ ისტ უნარებს.

სესიის მონახაზი

1. შესავალი – სხვა ქვეყების გამოცდილების მიმოხილვა – 10 წთ; 2. სავარჯიშო 1 – "რიცხვების და რაოდენობების შესაბამისობის დადგენა" – 7 წთ 3. სავარჯიშო 2 – "მიმდევრობები" – 7 წთ 4. სავარჯიშო 3 – "რიცხვების შეკრება–გამოკლება" – 7 წთ 5. სავარფიშო 4 – "გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა" – 7 წთ 6. პროგრამული კოდი – Java - 5 წთ 6. პრეზენტაციის შეჯამება, პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები – 10 წთ

გამოყენებული ლიტერატურა

Education, Macmillan. Mathematics. 2009. გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი. მათემატიკა; I კლასის სახელმძღვანელო. თბილისი: ინტელექტი, 2011.

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

java-პროგრამების შედგენაზე 5 წელია ვმუშაობ. საგანმანათლებლო რესურსებს მუდმივად ვეცნობი.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს