სესიის დეტალური გვერდი

სესიის მომხსენებელი

ირაკლი ქავთარაძე

სესიის თანამომხსენებელი

სოფიო ასათიანი

თემატური მიმართულება

სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში

საგანი (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

ყველა ,

სესიის თემა (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

დისტანციური, ონლაინ და შერეული სწავლება , თანამედროვე ტენდენციები ტექნოლოგიებში , სწავლების დიზაინი და მიწოდების მეთოდები , ონლაინ პროფესიული განვითარება ,

სამიზნე აუდიტორია (შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე)

საშუალო საფეხურის მასწავლებლები , სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები , უნივერსიტეტის წარმომადგენლები , სკოლის ინფორმაციული მენეჯერები , IT და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერები ,

სესიის ფორმატი

ლექცია

სწავლების საფეხური

საშუალო , უნივერსიტეტი ,

სესიის სათაური

Schoology - როგორ ვმართოთ სწავლის პროცესი ინტერნეტით

სესიის მოკლე აღწერა

სესია განკუთვნილია ყველა საფეხურისა და ტიპის სწავლებისათვის. სესიის მთავარი მიზანია აჩვენოს აუდიტორიას თუ როგორ შეგვიძლია ვმართოთ სწავლის პროცესი სწავლის მართვის სისტემა

სესიის განსაკუთრებული გარემოებები

სესიის თანაწამყვანი იქნება სკოლის მოსწავლე

საკვანძო სიტყვები

სწავლის მართვის სისტემა,სქულოჯი,შერეული სწავლება,დისტანციური სწავლება

ვებ-გვერდის მისამართი

https://app.schoology.com/course/243260280/updates

ისტ სტანდარტი

სხვა საგნის სტანდარტი

როგორ პასუხობს სესია კონკრეტული სტანდარტის შესრულებას

გთხოვთ მონიშნეთ გრაფა, იმ შემთხვევაში თუ სესიაზე წარმოდგენილი იქნება ფასიანი პროდუქცია/სერვისი

კი

ისტ უნარების დონე

წინარე ცოდნა

სესიის ხანგრძლივობა

ერთი საათი

სესიის გარემო

ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა

გსურთ გადავიღოთ სესია?

კი

ვირტუალური პრეზენტაცია

კი

ტექნიკური მოწყობილობა

დამატებითი მოწყობილობა არ იქნება საჭირო.

სესიის შინაარსი

მიზანი და ამოცანები

სესიის მიზანია მასწავლებლებსა და ლექტორებს გააცნოს სწავლის მართვის სისტემა

სესიის მონახაზი

სესია იხსნება ზოგადად სწავლის მართვის სისტემების გაცნობით. ამის შემდეგ სქულოჯი განიხილება როგორც ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მზარდი პოპულარობით გამოირჩევა. განიხილება ის პრობლემები, რომლებსაც სქულოჯი ეფექტურად წყვეტს და ეს ნაჩვენები იქნება განვლილი კურსის მაგალითზე. თავდაპირველად ლექტორი მომხსენებელი თავისი პოზიციიდან განიხილავს სქულოჯის სიკეთეებსა და ნაკლოვანებებს. ამის შემდეგ სტუდენტი იმავე საკითხებს განიხილავს სტუდენტის/მოსწავლის პოზიციიდან. ამის შემდეგ მომხსენებელი შეაჯამებს სესიას. სესიისთვის განკუთვნილია ერთი საათი. სესიის დრო შემდეგნაირად გადანაწილდება: 1. სწავლის მართვის სისტემებისა და სქულოჯის გაცნობა - 10 წუთი. 2. პრობლემები და მათი გადაჭრის გზები სქულოჯის დახმარებით - 15 წუთი 3. სქულოჯი ლექტორის პოზიციიდან - 15 წუთი 4. სქულოჯი სტუდენტის პოზიციიდან - 15 წუთი 5. სესიის შეჯამება - 5 წუთი

გამოყენებული ლიტერატურა

Schoology-Supported Classroom Management: A Curriculum Review, Shampa Biswas, Washington State University, Fall 2013, Volume 11, Number 2

მომხსენებლის გამოცდილება თემასთან მიმართებაში

ბოლო ორი წლის განმავლობაში თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ანთროპოლოგიის კურსის სწავლების პროცესში ვიყენებ სქულოჯის. ჩართული ვარ სქულოჯის 'თემში' (community) და მონაწილეობას ვიღებ განხილვებში. ზოგადად დაინტერესებული ვარ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით. სქულოჯის შესახებ ვამზადებ ინსტრუქციულ ვიდეოებს (Tutorials) და ვცდილობ გავეცნო თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც სწავლის პროცესს აადვილებს და უფრო საინტერესოს ხდის.

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს