ნინო ნანიტაშვილი ერთ-ერთი მათგანია ვინც სამი წლის წინ საქართველოში პირველი Google-ის დეველოპერების ჯგუფი დაარსა და დღემდე მას ხელმძღვანელობს. ამ ხნის მანძილზე ორგანიზება გაუწევია ათეულობით ღონისძიებისა თუ ინიციატივისათვის, სამჯერ მიწვეული გახლდათ Google-ის მთავარ ოფისში სამიტზე როგორც დამსწრე, სპიკერი და მოდერატორი. ამჟამად, GDG თბილისის გარდა, ნინო მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ელვა"-ში გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის მიერ დაფინანსებული პროექტის მენეჯერად, რომლის მიზანია კონფლიქტის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოება საერთო ინტერესის - კომპიუტერული თამაშების საშუალებით. ამას გარდა, ნინო აქტიურად არის ჩართული სხვა სამოქალაქო და მოხალისეობრივ საქმიანობებში.
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს