განაცხადების მიღება მომხსენებლად რეგისტრაციისთვის 12 ოქტომბერ დაიწყება და 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში ვეძებთ პრეზენტაციებს, რომლებიც:
- წარმოაჩენს მოსწავლეზე-ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას;
- გაზრდის მონაწილეების ცოდნას ტექნოლოგიებსა და შესაბამის სასწავლო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკთხებზე;
- ხელს შეუწყობს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციაში საგანმანათლებლო ლიდერის უნარების განვითარებას;
- მონაწილეებს გააცნობს მოდელებს, სტრატეგიებს, სისტემებს და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს ციფრული ეპოქის შესაბამისი სწავლების დანერგვისთვის;
- პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წარმოაჩენს სხვადასხვა მოდელს, თუ როგორ შეიძლება ისტ-ისა და საგნობრივი სტანდარტების მიღწევა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დახმარებით;
- საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად მრავალფეროვან ინსტრუმენტებს გააცნობს განსხვავებული ისტ უნარების მქონე მომხმარებელს.
წარმოდგენილ მოხსენებებს შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს:
- თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
- თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
- ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
- წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
- მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში.
იხ. მომხსენებელების რეგისტრაციის გზამკვლევი